კალაძე – ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი მოხდა მეტრო „ისანში“, დაველოდოთ გამოძიებას

მეტრო „ისანში“ მომხდარი ფაქტი იყო ძალიან შემაშფოთებელი, დაველოდოთ გამოძიებას, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღმაშფოთებელია, როდესაც ასეთი ფაქტი სამწუხაროდ ხდება, მით უმეტეს, არასრულწლოვანზე და შშმ პირზე.

„მეტროსადგურ „ისანში“ მომხდარი ფაქტი იყო ძალიან შემაშფოთებელი. აღმაშფოთებელია, როდესაც ასეთი ფაქტი სამწუხაროდ, ხდება, მით უმეტეს, არასრულწლოვანზე და შშმ პირზე. მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ. ეს არის პოლიციელის მუნდირის შეურაცხყოფა. ზოგადად პოლიციელი ასოცირდება გმირობასთან. ეს არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასად ყველაფერს აკეთებენ, რათა ქვეყანაში იყოს წესრიგი და მშვიდობა. ამასთან, მისასალმებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მყისიერი რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიმხოლოდ თურქული ბაზრის გახსნა მედიკამენტების გაიაფებისა და ხარისხის შენარჩუნებისთვის საკმარისი არაა – სერგეენკო
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: პოლიციელის მიერ ჩადენილი ძალადობა მუნდირის შეურაცხყოფაა