მხატვარი ზურაბ ნიჟარაძე გარდაიცვალა

92 წლის ასაკში მხატვარი ზურაბ ნიჟარაძე (პიკო) გარდაიცვალა.

ზურაბ ნიჟარაძემ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1955 წელს დაამთავრა. 1964-1971 წლებში იყო სამხატვრო აკადემიის ხატვის კათედრის პედაგოგი, 1982-1987 წლებში რექტორი; მუშაობდა მხატვრობის სხვადასხვა დარგში: ფერწერა, გრაფიკა, თეატრალური, კინო და კედლის მხატვრობა.

1955 წლიდან სისტემატურად იღებდა გამოფენებში. მისი ნამუშევრები დაცულია: ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში (თბილისი), თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში (თბილისი), მხატვართა კავშირში (თბილისი), ტრეტიაკოვის გალერეაში (მოსკოვი), რიო-დე-ჟანეიროს ნაციონალური გალერეა (ბრაზილია), ლუდვიგის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (აახენი, გერმანია), აშშ-ის, საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, შვედეთის, საბერძნეთის და სხვა ქვეყნების კერძო კოლექციები. ზურაბ ნიჟარაძე იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 2013 წლის 24 დეკემბერს ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა კულტურის სამინისტროს ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“.

banner
წინა სტატიაშიახალი კვლევების მიხედვით, ჩინეთში კორონავირუსის გავრცელება 2019 წლის ოქტომბრის თვეში დაიწყო
შემდეგი სტატიახაზარაძე – დავწიოთ საშემოსავლო გადასახადი 20%-ით, ბიუჯეტი გაიზრდება, ბიზნესი განვითარდება!