,,მივმართავ ძალებს, რომლებიც ნებსით თუ უნებლიედ ქვეყნის სტაბილურობას საფრთხის ქვეშ აყენებენ, პატრიოტიზმი ქვეყნის დისკრედიტაციასა და დესტაბილიზაციაზე არ გადის”

მივმართავ მათ, ვინც უპასუხისმგებლო ქმედებებითა და განცხადებებით, პატრიოტიზმის დროშის ქვეშ აზარალებს ჩვენს მოქალაქეებს, მათ ეკონომიკურ კეთილდღეობას აქ და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, პატრიოტიზმი ქვეყნის დისკრედიტაციასა და დესტაბილიზაციაზე არ გადის.

„როგორც საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ადამიანის უფლებების სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გარანტი და დამცველი, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თავისუფლება განუყოფელია პასუხისმგებლობისგან. ქვეყნის მიმართ პასუხისმგებლობა მოითხოვს, რომ გვერდზე გადავდოთ ემოციები და პოლიტიკური გემოვნება, ვიფიქროთ და ვიზრუნოთ საზოგადოებრივ სიმშვიდესა და ქვეყნის სტაბილურობაზე. არ უნდა დავუშვათ, რომ რაღაც პროვოკაციებით გარკვეულმა ძალებმა სცადონ საქართველოს დისკრედიტაცია და ქვეყნის დესტაბილიზაცია. მინდა ყველას, შიგნით და გარეთ მოგიწოდოთ დეესკალაციისკენ, მივმართავ ძალებს, რომლებსაც ნებსით თუ უნებლიედ ამ ქვეყნის სტაბილურობას მის მთავარ მონაპოვარს, მთავარ ღირებულებას რეგიონულ და საერთაშორისო პარტნიორებისთვის საკუთარი პოლიტიკური მიზნების გამო საფრთხის ქვეშ აყენებს. პატრიოტიზმის ქვეყნის დისკრედიტაციასა და დესტაბილიზაციაზე არ გადის. მივმართავ მათ, ვინც უპასუხისმგებლო ქმედებებითა და განცხადებებით, პატრიოტიზმის დროშის ქვეშ აზარალებს ჩვენს მოქალაქეებს, მათ ეკონომიკურ კეთილდღეობას აქ და ქვეყნის ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, პატრიოტიზმის სწორედ საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვაა.

„მოვუწოდებ იმ ძალებს, რომლებსაც პატრიოტული ლოზუნგებით საზოგადოებაში დაძაბულობა და დაპირისპირება შეაქვთ, ყველას შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო პლატფორმა დიალოგისა და შეთანხმების, თქვენივე მოთხოვნების საფუძველზეა შექმნილი. პროპორციულ სისტემა ყველას უხსნის საკუთარი ამბიციების კარს, ახალი საარჩევნო კოდექსი ამზადებს კიდევ უფრო სამართლიან არჩევნებს. ყველას მოგიწოდებთ მშვიდობიანი არჩევნების გზით თქვენი მოთხოვნები ხალხის არჩევანის წინაშე დააყენოთ და საზოგადოების პასუხს დაელოდოთ. ჩემი მხრიდან არაერთხელ მოგიწოდეთ შერიგებისკენ. ცოტა ხნის წინ შევთავაზე ყველას ძალას საპრეზიდენტო დიალოგის პლატფორმა, ეს შეთავაზება ძალაშია ყველასთვის, ვისაც ქვეყნის სტაბილური მომავალი და წინსვლა სურს, ასევე ჩვენი ქვეყნის გარეთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – მივმართავ რუსეთის ხელმძღვანელობას, არ აჰყვეს ესკალაციას
შემდეგი სტატია,,მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში, მე თქვენი პრეზიდენტი ვარ და თქვენი კეთილდღეობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია”