მივესალმებოდი, რომ საქართველოში არსებული სამი ყველაზე მდიდარი „ენჯეო“ ჩამოყალიბდეს პარტიად და მონაწილეობა მიიღოს შემდეგ არჩევნებში, მერწმუნეთ, ისინი ერთად ერთ პროცენტსაც ვერ მიიღებენ – კობახიძე

საქართველოში არის სამი ყველაზე მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაცია, დღემდე ისინი ისედაც იყვნენ დეფაქტო პოლიტიკური პარტია, თუმცა დე იურეც თუ გაფორმდებიან პოლიტიკურ პარტიად, კარგი იქნება, ამ შემთხვევაში მათი დაფინანსებაც გახდება გამჭვირვალე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა საია-ს თავმჯდომარის განცხადებაზე, სადაც ნიკა სიმონიშვილი აღნიშნავს, რომ „შესაძლებელია, სამოქალაქო მოძრაობის ზოგიერთმა წევრმა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობასაც მიჰყოს ხელი, თუმცა თავად პარტიულ საქმიანობას არ აპირებს“.

კობახიძე ამბობს, რომ აღნიშნული სამი არასამთავრობო ორგანიზაცია თუ ჩამოყალიბდება პარტიად და მონაწილეობას მიიღებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ისინი ერთად ერთ პროცენტსაც ვერ აიღებენ.

„საქართველოში არის სამი ყველაზე მდიდარი „ენჯეო“, ისინი ისედაც იყვნენ დღემდე დეფაქტო პოლიტიკური პარტია, თუმცა დე იურეც თუ გაფორმდებიან პოლიტიკურ პარტიად, ეს კარგი იქნება, ეს მიუთითებს გამჭვირვალობაზე და ამ შემთხვევაში მათი დაფინანსებაც გახდება გამჭვირვალე, რადგან ამას ითვალისწინებს პარტიების შესახებ კანონი. ძალიან კარგი იქნება, თუ ისინი გადაამოწმებენ საკუთარ ნდობას. გახსოვთ, ცოტა ხნის გამოქვეყნდა თვითონ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევა, რომლის თანახმადაც „ენჯეოები“ იყვნენ ბოლო ადგილზე ნდობის თვალსაზრისით. თუ ეს სამი ყველაზე მდიდარი „ენჯეო“ ჩამოყალიბდება პარტიად და მონაწილეობას მიიღებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მერწმუნეთ, რომ ისინი ერთად ერთ პროცენტსაც ვერ მიიღებენ ამ არჩევნებში. ეს ძალიან კარგი იქნებოდა პოლიტიკური პროცესის გამჭვირვალობისთვის. მაგალითად, მივესალმებოდი, რომ ეს სამი ყველაზე მდიდარი „ენჯეო“ ჩამოყალიბდეს პოლიტიკურ პარტიად და მონაწილეობა მიიღოს შემდეგ არჩევნებში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიზურაბ აბაშიძე: “ევროპული ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია”
შემდეგი სტატიაგამოკითხვების მიხედვით, ბრიტანელ კონსერვატორებს შორის პარტიის ლიდერის თანამდებობაზე ყველაზე დიდი მხარდაჭერა თავდაცვის მინისტრს, ბენ უოლასს აქვს