მივესალმები პრემიერის ინიციატივებს საგადასახადო მიმართულებით

ბიზნესზე წნეხი ნამდვილად აღარ ხორციელდება და ბიზნესი თავისუფალია, – ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, პრეზიდენტის თქმით, ის მიესალმება პრემიერის ინიციატივებს საგადასახადო მიმართულებით. ასევე, დადებითად აფასებს სტარტაფებისა და ინოვაციების ხელშეწყობის პროგრამას.

„ბიზნესის მიმართულებითაც ჩვენ შევძელით და წნეხი, რომელიც იყო ბიზნესზე, ნამდვილად აღარ ხორციელდება და ბიზნესი თავისუფალია. ეს ნამდვილად პოზიტიური და წინგადადგმული ნაბიჯია.

ასევე მივესალმები პრემიერის ინიციატივებს საგადასახადო მიმართულებით და ესეც გვაჩვენებს, რომ გადადგმულია პოზიტიური ნაბიჯი. მივესალმები სტარტაპებისა და ინოვაციების ხელშეწყობას“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია: “ველოდი უფრო შინაარსობრივ გამოსვლას, მათ შორის, ჩვენი მიმართულებითაც”
შემდეგი სტატიავისურვებდი პრეზიდენტი უფრო გულწრფელი ყოფილიყო და ესაუბრა იმაზე, თუ რამ მოიტანა ეს პრობლემები – ბაქრაძე მარგველაშვილის მოხსენებას აფასებს