ვისურვებდი პრეზიდენტი უფრო გულწრფელი ყოფილიყო და ესაუბრა იმაზე, თუ რამ მოიტანა ეს პრობლემები – ბაქრაძე მარგველაშვილის მოხსენებას აფასებს

“პრეზიდენტის მოხსენებაში ჩამოთვლილ პრობლემებს მთლიანად ეთანხმება „ევროპული საქართველო,“ თუმცა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ ეს მხოლოდ პრობლემების ნაწილი იყო.

„მაგალითისთვის გეტყვით, რომ პრეზიდენტს არ უხსენებია ის ძალიან მძიმე პრობლემა, რომელიც უკავშირდება თუნდაც ადამიანების გატაცებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას. მას არ უსაუბრია გაზრდილ კრიმინალზე, კორუფციაზე, რომელიც თანდათან ბრუნდება და მკვიდრდება. ვისურვებდი პრეზიდენტს ეხსენებინა პოლიტიკური დევნისა და არაფორმალური მართვის საკითხები, რომელიც რეალურად დგას საქართველოში“-განაცხადა პრეზიდენტმა.

ბაქრაძის თქმით, ის ისურვებდა პრეზიდენტი უფრო გულწრფელი ყოფილიყო და ესაუბრა იმაზე, თუ რამ მოიტანა ის პრობლემები, რომელზეც ისაუბრა თავის გამოსვლაში.

banner
წინა სტატიაშიმივესალმები პრემიერის ინიციატივებს საგადასახადო მიმართულებით
შემდეგი სტატია„შეიძლება „ქართული ოცნების“ ფსიქოლოგიურმა შტურმმა და ივანიშვილის გამოსვლამ ითამაშა როლი” – გოცირიძე პრეზიდენტის მოხსენებაზე