მიუნჰენის კონფერენციის მეთაურმა ევროკავშირის პოლიტიკას სირიაში “სამარცხვინო” უწოდა

მიუნჰენის კონფერენციის მეთაურმა ევროკავშირის პოლიტიკას სირიაში

უსაფრთხოების საკითხებში მიუნჰენის კონფერენციის ხელმძღვანელმა ვოლფჰანგ იშინგერმა სირიის კრიზისში ევროპის პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა, რომ ის ვერ შედგა – Handelsblatt აქვეყნებს.
“ის, რაც ხდება სირიაში, ევროპისთვის სამარცხვინოა. ადვილია თითის რუსებისკენ ან ამერიკელებისკენ მიშვერა” – განაცხადა მან.

იშინგერის თქმით, “ევროპელებმა მარცხი განიცადეს, რადგანაც პასუხისმგებლობის გააზრება ვერ შეძლეს”. ის თვლის, რომ აუცილებელია მოწონააღმდეგის იმაში დარწმუნება, რომ საკუთარი პოზიციები შეცვალოს პოლიტიკური და ეკონომიკური სტიმულებით, კერძოდ, კი, მისი აზრით, ევროპას შეეძლო სირიის აღსადგენად ათობით მილიარდი ევროს ინვესტირების დაპირება, ცეცხლის შეწყვეტის სამაგიეროდ.
რუსეთზე საუბრისას, პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ პრეზდენტი პუტინის სურვილია “ახალი წესრიგის დამყარება მსოფლიოში და გათვლას იმაზე აკეთებს, რომ 2017 წელს ამერიკის ახალ პრეზიდენტთან ამაზე მოლაპარაკებას შეძლებს”.

banner
წინა სტატიაშიცესკოს თავმჯდომარე გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატიაჩრდილოეთ კორეამ ატომურ ბომბზე მუშაობა წარმატებით დაასრულა