მიუღებელი მეთოდებით მიღებული შედეგი – შავგულიძემ კახაძეს გამარჯვება არ მიულოცა

ცესკოს ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურში ლადო კახაძემ გაიმარჯვა.

“ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატმა არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება ლადო კახაძეს გამარჯვება არ მიულოცა.
„სამწუხაროდ ამჯერად, ჩვენ ვერ შევძელით როგორც ჩანს, მთაწმინდელი ამომრჩევლის უდიდესი ნაწილის დარწმუნება იმაში, რომ იმ ხელისუფლების შესაცვლელად, რომელსაც აღარ ენდობი, საკმარისი არ არის პასიური პროტესტი. რომ ამისთვის საჭიროა არჩევნებზე მოსვლა და აქტიურად შენი ამ პოზიციის დაფიქსირება. დაბალი ამომრჩევლის აქტივობის ფონზე, ხელისუფლებამ შეძლო და შეინარჩუნა პოზიციები. მაგრამ, მისალოცი აქ არაფერია, ვინაიდან ისეთი მეთოდებით, დემოკრატიისათვის ისეთი მიუღებელი მეთოდებით ჩაატარა ეს არჩევნები და მიაღწია ამ შედეგს, რომ კიდევ ერთი პარლამენტის წევრი გაიყვანა ასეთი მეთოდებით, რომ ეს არ არის გამარჯვება” – აღნიშნა შავგულიძემ.

banner
წინა სტატიაშისისხლიანი გარჩევა დიღმის მასივში – 2 პირის დაჭრის ბრალდებით, 22 წლის ბიჭი დააკავეს
შემდეგი სტატიაძნელად მეჯერება, რომ ადამიანებს ვიღაცა ძალდატანებით აიძულებდა ჩემთვის ხმა მოეცა – კახაძე