მიწისქვეშა პარკინგების მოწყობაზე ინტერესი არცერთმა კომპანიამ არ გამოხატა – კალაძე ოპოზიციას ადანაშაულებს

დედაქალაქის მთავრობის სხდომა თბილისის მერმა მიწისქვეშა პარკინგების მშენებლობის საკითხის განხილვით დაიწყო.

კახა კალაძის თქმით, პარკინგები ვაგზლის მოედანზე, ვარკეთილში და გეგეშიძის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა მოწყობილიყო. კალაძის თქმით, 22 ივნისს დასრულდა ინტერესების გამოხატვა, თუმცა მიწისქვეშა საპარკინგე ადგილების მშენებლობით დაინტერესებული არცერთი კომპანიის განაცხადი არ შესულა.

„კონკრეტული პოლიტიკური პარტიები ედგა ამ პროცესებს სათავეში და ნამდვილად სამარცხვინოა, რაც მაშინ ხდებოდა და იყო მცდელობა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის. იყო ბრალდებები რომ მუნიციპალიტეტმა არაგონივრული გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა ფაქტი სახეზეა, გამოცხადებული გვაქვს ერთ ლარად ვაძლევთ ბიზნეს სექტორს და ასევე იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც მაშინ იძახდნენ, რომ ჩვენ მოგვეცით ეს მიწის ნაკვეთები და ჩვენ გავაკეთებთ მიწისქვეშა პარკინგებს. აი ბატონო, სამი ლოკაციაა წარმოდგენილი და გადმოგცემთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ თქვენ ამის შესაძლებლობა არ გაგაჩნიათ,“-განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიმარიამ ჯაში: CERN-თან თანამშრომლობა ჩვენ ქართველ მეცნიერებთან ერთად ახალ ეტაპზე გადავა
შემდეგი სტატიამკვლელობა სოფელ ვაკეში – ფერმის მფლობელი ფერმერმა მოკლა