მარიამ ჯაში: CERN-თან თანამშრომლობა ჩვენ ქართველ მეცნიერებთან ერთად ახალ ეტაპზე გადავა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, მიხეილ ჩხენკელთან ერთად ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN)-ის გენერალურ დირექტორს, დირექტორთა საბჭოს წევრებს და „ატლასისა“ და CMS-ის ექსპერიმენტების ხელმძღვანელობას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესაძლებლობაზე იმსჯელეს. მემორანდუმი ქართველ მეცნიერებს შესაძლებლობას მისცემს სრულფასოვნად ჩაერთონ ცენტრის კვლევით პროექტებში. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამომავლოდ “ატლასისა” და CMS-ის ექსპერიმენტებში უფრო მეტი ქართველი მაგისტრანტი და დოქტორანტი ჩაერთვება.

„საამაყოა ბოლო 26 წლის მანძილზე ქართველი მეცნიერების მოღვაწეობა CERN-ში. ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის ხელმძღვანელები საქართველოს მადლობას უხდიან ქართველი ფიზიკოსების მიერ შეტანილი წვლილისათვის მსოფლიო მასშტაბის ორ პროექტში – CMS და ATLAS-ის ექსპერიმენტებში. დღეს ჩვენ გვჭირდება ახალ ეტაპზე ერთობლივი თანამშრომლობის გადაყვანა, რომ უფრო მეტ ქართველ მეცნიერსა და სტუდენტს მიეცეს საშუალება ეწვიოს CERN-ს და ჩაერთოს მაღალი ენერგიების ფიზიკის წამყვან ექსპერიმენტებში. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობა გააძლიერებს ჩვენი ფიზიკოსების მხარდაჭერას და CERN-თან თანამშრომლობა ქართველ მეცნიერებთან ერთად ახალ ეტაპზე გადავა. ჩვენი სამომავლო, გრძელვადიანი მიზანი არის საქართველოს ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის ასოცირებული წევრობა, რაზეც ჩვენ მეცნიერებთან ერთად აქტიურად ვიმუშავებთ როგორც საქართველოში, ასევე ჟენევის პლატფორმიდან“, – აღნიშნა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.

შეხვედრის ბოლოს, მარიამ ჯაშმა და მიხეილ ჩხენკელმა „ატლასისა“ და CMS-ის ხელმძღვანელებს ქართველი მეცნიერების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და იმედი გამოთქვეს, რომ CERN-ში საქართველოს ასოცირებული წევრობის სამომავლო პერსპექტივაზე საუბარი შედეგის მომტანი იქნება.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვედრაზე ვიწვევთ, სადაც ყველა საინვესტიციო პროექტს გავაცნობთ
შემდეგი სტატიამიწისქვეშა პარკინგების მოწყობაზე ინტერესი არცერთმა კომპანიამ არ გამოხატა – კალაძე ოპოზიციას ადანაშაულებს