მკვლელობა სოფელ ვაკეში – ფერმის მფლობელი ფერმერმა მოკლა

თეთრიწყაროს სოფელ ვაკეში მომხდარი მკვლელობისთვის სამართალდამცველებმა ერთი მამაკაცი დააკავეს. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა მოკლული ვაჟა თოდუას ფერმაში. მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით აქვს სასიკვდილო ჭრილობა მიყენებული.
დაკავებულის ახლობელი ამბობს, რომ ბრალდებული ვაჟა თორაძის ფერმაში მუშაობდა. თორაძე ფერმის მფლობელია, თუმცა ის წარსულში პოლიციელი იყო.

შემთხვევა გუშინ მოხდა. სასიკვდილო ჭრილობა სანადირო თოფით არის მიყენებული.

სოფელ ვაკეში რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს, თუმცა ისინი მომხდარის დეტალებზე ვერ საუბრობენ.

დაკავებულს კი ბრალს სავარაუდოდ, რამდენიმე საათში წარუდგენენ.

banner
წინა სტატიაშიმიწისქვეშა პარკინგების მოწყობაზე ინტერესი არცერთმა კომპანიამ არ გამოხატა – კალაძე ოპოზიციას ადანაშაულებს
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე – ომი არის ტკივილი და წარსული, ხოლო ჩვენი მომავალი არის მშვიდობა და განვითარება