მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ოთხი პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, სახელმწიფოსა და კერძო პირების კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ოთხი პირი დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები, 2015 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეში, მართლსაწინაღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მიწის ნაკვეთების ყალბი მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, თაღლითურად დაეუფლნენ თბილისის ზღვის მიმდებარედ, ხეხილსანერგე მეურნეობაში მდებარე 301 421 ლარის ღირებულის 3 000 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთებს, რომლებიც შემდგომ სხვადასხვა პირზე ეტაპობრივად გაასხვისეს.

ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დააკავეს, რომელიც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-გამოვლენის მიზნით, გამოძიება გრძელდება.

banner
წინა სტატიაშიქრთამის აღების ფაქტზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი დააკავეს
შემდეგი სტატიაგურჯაანის რაიონის რამდენიმე სოფელი დაისეტყვა