„მითი უნდა დაინგრეს, რომ პატრიარქმა რამე არ იცის” – მეუფე პეტრე ე.წ. ციანიდის საქმეზე

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge თებერვალი 12, 2019 23:56

„მითი უნდა დაინგრეს, რომ პატრიარქმა რამე არ იცის” – მეუფე პეტრე ე.წ. ციანიდის საქმეზე

“პავლე მოციქულს უფალი ეუბნება, ნუ დადუმდებიან შენი ბაგეები უღირსთა სამხილებლად და მართალთა საქმეთა განსადიდებლად,” – ასეთია მეუფე პეტრე ცაავას პასუხი კითხვაზე, არის თუ არა ის ეკლესიის შიგნიდან მამხილებელი.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი აცხადებს, რომ ის აკეთებს იმას, რაც მოეთხოვება, როგორც ქრისტიანს.

მეუფე პავლე ამბობს, რომ ის დიდი ხანია, საუბრობს და არ დაუმალავს ის მანკიერი მხარეები, რაც ეკლესიაში არის.

„ადმინისტრაციაში, რა თქმა უნდა არის, მანკიერებანი. როდესაც მე დავიწყე მხილება პატრიარქის მდივან რეფერანტისა და მისი გადაჭარბებული ძალაუფლებებისა, რომლის გამოც მე გამაკრიტიკეს, მაგრამ მერე სასამართლოზე თავად აღიარა… ციანიდის საქმემ ეს ძალიან კარგად გამოააშკარავა, რომელშიც ეს ნაწილია ჩართული და შორს რომ არ წავიდეთ, იქ ნივთმტკიცებულებადაც კი არის ფული – 500 დოლარი, რომელიც მამაოს მიჰქონდა გერმანიაში მდივან რეფერანტთან,“ – განაცხადა მეუფე პეტრემ და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ სუსტია რწმენა, თუნდაც სამღვდელოებაში.

“სისტემაში არის კრიზისი და არის პრობლემა,” – აცხადებს ჭყონდიდის მიტროპოლიტი.

მეუფე პეტრე აცხადებს, რომ გამოსავალი არის საეკლესიო სასამართლოს აღდგენაში და ეს მან ჯერ კიდევ ე.წ. ციანიდის საქმის გახმაურებამდე სინოდის სხდომაზე თქვა.

მეუფე პეტრე აცხადებს, რომ საუბარი იმაზე, რომ თითქოს, პატრიარქმა ეკლესიაში მიმდინარე პრობლემები არ იცის, არის მითი.

„მითი უნდა დაინგრეს. როდესაც მე სინოდზე დავსვი საკითხი და ვთხოვე უწმინდესს, რომ ციანიდის თემა განგვეხილა და მან არ ისურვა, იქ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ არ უნდა მოვიტყუოთ თავი, რომ პატრიარქმა რამე არ იცის,“ – განაცხადა მეუფე პეტრემ.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი ასევე გამოეხმაურა დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის მოთხოვნას მსჯავრდებულის ზიარებასთან დაკავშირებით.

მეუფე პეტრე ამბობს, რომ საეკლესიო კანონი ირღვევა იმიტომ, რომ დღემდე დეკანოზ გიორგი მამალაძეს არ აძლევენ ზიარების საშუალებას.

 

 

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge თებერვალი 12, 2019 23:56

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


28,105
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics