მიქანაძე – ყველამ იცის, მათ შორის დასავლელმა პარტნიორებმა, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის, დანაშაული ჩაიდინა და შესაბამის სასჯელს იხდის

მიხეილ სააკაშვილის მიმართ არანაირ პოლიტიკური დევნა არ ხდება. სააკაშვილს არანაირი პრივილეგია არ ექნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

„ის არაფრით არ განსხვავდება სხვისგან და ისარგებლებს ყველა იმ უფლებით, რომელიც გარანტირებულია კანონმდებლობით და რაც აქვს სხვა პატიმრებს. აბსურდულია განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი. მის მიმართ გამოტანილია ორი გადაწყვეტილება. კიდევ ორ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. მისი სასამართლო სხდომა მიმდინარეობს გამჭვირვალეობით და სამართლიანად. მისი თანაგუნდელები ცდილობენ, პარტნიორები და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თუმცა ყველამ იცის, მათ შორის დასავლელმა პარტნიორებმა, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის, დანაშაული ჩაიდინა და შესაბამის სასჯელს იხდის“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქალაქო სასამართლოს მიმდებარედ დამატებითი საპოლიციო ძალები მიიყვანეს
შემდეგი სტატიაგიორგი არველაძე:ხალხს აშკარად ბრძოლა სწყურია