მინიმუმ ცამეტ ქვეყანას სურს რუსული სარაკეტო კომპლექსი С-400 იყიდოს

მინიმუმ ცამეტმა ქვეყანამ გამოთქვა სურვილი რუსული საზენიტო სარაკეტო კომპლექსი С-400 იყიდოს ამერიკული პლატფორმის სანაცვლოდ, იმის მიუხედავად, რომ აშშ-მ, შესაძლებელია, სანქციები დააწესოს – CNBC-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას “ამერიკის ხმა” წერს.
საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, რომლებიც პირადად გაეცვნენ ამერიკული დაზვერვის მონაცემებს, ტელეკომპანიამ აღნიშნა, რომ რუსული С-400-ების ყიდვას განიხილავენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა საუდის არაბეთი, კატარი, ალჟირი, მაროკო, ეგვიპტე, ვიეტნამი და ერაყი. ამავე დროს, აშშ ელოდება, რომ რამდენიმე ქვეყანაზე დიპლომატიურ ზეგავლენას მოახდენს.
შორი მანძილის მობილური საზენოტო-სარაკეტო კომპლექსი С-400 კრემლის პასუხია ამერიკულ კომპლექსებზე Patriot-ი და THAAD-ი.
მიმდინარე წლის სექტემბერში აშშ-მ ჩინეთს დაუწესა სანქციები რუსული გამანადგურებლებისა და რაკეტების ყიდვის გამო.

banner
წინა სტატიაშიევროპის საბჭომ საქართველოში კონფლიქტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
შემდეგი სტატია“ქვეყანას რომ დასჭირდეს დღეს, ვინ შეუსრულებს ბრძანებას ყოველივე ამის მერე“ – ყოფილი სამხედრო ლევან გრიგოლია