მინდია ჯანელიძე უწყების წარმომადგენლებთან ერთად, დარიალის ხეობაში იმყოფებოდა

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, მინდია ჯანელიძე, უწყების წარმომადგენლებთან ერთად, დარიალის ხეობაში იმყოფებოდა.

დარიალის ხეობაში სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად, გაწმენდა-აღდგენის სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

“მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, მთავარი ამოცანა თერგის ძველ კალაპოტში დაბრუნებაა, რაც ხვალისთვის მოხერხდება. ამის შემდეგ, დაიწყება გზის აღდგენითი სამუშაოები“,- განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

ადგილზე მუშაობენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს, შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები. სამუშაოებს აწარმოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

დარიალის ხეობაში მიმდინარე პროცესებს კოორდინაციას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო უწევს.

banner
წინა სტატიაშიმე-16 დაბალი რისკის პენიტენციალურ დაწესებულებაში პროფესიული მომზადების პროგრამა ამოქმედდა
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძე: პოლიტიკურ რეიტინგებში მესამე ადგილზე ყოფნა ცუდი ნამდვილად არ არის