“სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერი”რუსთავი 2″-ის დაკვეთით ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევის შედეგებით კმაყოფილია -ამის შესახებ განცხადება პაატა ბურჭულაძემ ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში გააკეთა. მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც პარტია ჯერ არ დარეგისტრირებულა და სულ რაღაც ერთი თვის წინ შეიქმნა, პოლიტიკურ რეიტინგებში მესამე ადგილზე ყოფნა ცუდი ნამდვილად არ არის.
ბურჭულაძე მიიჩნევს, რომ ახლად შექმნილი პარტიისთვის მესამე ადგილი არის მხოლოდ სტარტი.
მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერი, მისი პარტიის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებსაც ეხმაურება და მიზანმიმართულ დისკრიმინაციის მცდელობაზე საუბრობს.
https://youtu.be/Iw5cCVtnozM