მინდა, ვუთხრა მოქალაქეებს, ბიძინა ივანიშვილი როცა გადაწყვეტს, აქ ვინც ზის, მინისტრები, ღარიბაშვილის ჩათვლით, აღარ იქნებიან, ეს ადამიანები არაფერს წარმოადგენენ – დეკანოიძე

მინდა, ვუთხრა მოქალაქეებს, ბიძინა ივანიშვილი როცა გადაწყვეტს, აქ ვინც ზის, მინისტრები, ღარიბაშვილის ჩათვლით, აღარ იქნებიან, ეს ადამიანები არაფერს წარმოადგენენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტში განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, საქართველო ამ ადამიანების გარეშე აუცილებლად იქნება ქვეყანა, სადაც იქნება პერსპექტივა, განვითარება და ყველაფერი ის, რაც არ უკავშირდება ოლიგარქიას.

„მგონი, მართლა დაიჯერეთ, რომ საერთოდ რამეს წარმოადგენთ ბიძინა ივანიშვილის გარეშე, მაგრამ მე ძირითადად ჩემს სათქმელს აუცილებლად ვიტყვი ჩემი გამოსვლის მიმდინარეობისას. მინდა, ახლა ვუთხრა საქართველოს მოქალაქეებს – აქ ვინც ზის, იმ სავარძლებში, ბატონი ღარიბაშვილის ჩათვლით, მინისტრები, ხვალ ბიძინა ივანიშვილი რომ გადაწყვეტს, ეს ხალხი აღარ იქნება. ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც გამოსული იყო 20 ივნისს, ამ ადამიანებმა ნამდვილად გააგონეს ყველას ხმა, ევროკავშირს, ევროპას, გარდა საქართველოს ხელისუფლებისა. მინდა, ამ ადამიანებს მივმართო და საქართველო აუცილებლად იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. საქართველო ამ ადამიანების გარეშე აუცილებლად იქნება ის ქვეყანა, სადაც იქნება პერსპექტივა, განვითარება, ყველაფერი ის, რაც არ უკავშირდება ოლიგარქიას. მეგობრებო, ეს ადამიანები არაფერს წარმოადგენენ, ეს ადამიანები არიან ბიძინა ივანიშვილის მსახურები. ჩვენ და თქვენ, ყველა ერთად იმსახურებთ იმას, რაც რეალურად გვითხრა ევროპამ. რაც შეეხება დღევანდელ გამოსვლას და პრემიერად წოდებულ რაღაც განცხადებებს, ეს არაფერს ნიშნავს ძვირფასო მეგობრებო. ეს ადამიანი, როგორც კი ბიძინა ივანიშვილი დაინახავს, რომ აღარ სჭირდება, დაატოვებინებს თანამდებობას. ამიტომ, ჩვენ ყველა ერთად უნდა ვიყოთ ფოკუსირებული იმაზე, რომ საქართველომ ამ ექვსი თვის განმავლობაში, დეკემბრამდე მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიმხარს ვუჭერ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სამივე ასოცირებული ქვეყნისთვის, ვფიქრობ, არსებობს უტყუარი საფრთხეები, რაც შეიძლება, გაყოფას მოჰყვეს – მიქსერი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ბატონი ბიძინა ივანიშვილი, კარგად იცით, მეგობრებო, არის ყველაზე დიდი ქველმოქმედი, რომელიც ქართველს ახსოვს