(video) ,, მიმდინარეობ ივანიშვილის დემონიზაციის კამპანია და მასში მონაწილეობა უმადურება და უღირსი საქციელია”

მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის დემონიზაციის კამპანია და ამ კამპანიაში მონაწილეობა მის მიმართ უმადურების გამოხატულება და უღირსი საქციელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ”იმედთან” საუბარში განაცხადა.

კვირიკაშვილმა საარჩევნო კამპანიაში ბიძინა ივანიშვილის ჩართვის შესაძლებლობის თაობაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა და დაადასტურა, რომ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე და ”ქართული ოცნების” დამფუძნებელი აპირებს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას.

”ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, ”ქართული ოცნების” ძლიერი მხარეა და აქ შეკითხვა არ მაქვს. მისი მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ზოგადად, ის აპირებს რომ ჩართული იყოს წინასაარჩევმო კამპანიაში და ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია ჩემი მხრიდან. არ ვიცი, რა ფორმა მიეცემა ამას – რეგიონებში წასვლა იქნება, განცხადება თუ წერილის გამოქვეყნება, მაგრამ მისი მხარდაჭერა აუცილებელია. საერთოდ, ვფიქრობ, შეკითხვა, ბიძინა ივანიშვილი ”ქართული ოცნების” დადებითი მხარეა თუ არა, არის მიზანმიმართული კამპანიის შედეგი – რაღაც დემონიზაციის კამპანია მიმდინარეობს ამ ადამიანის მიმართ. გავიხსენოთ 2009, 2010, 2011 წლები – რამხელა უიმედობა იყო. ამ ადამიანმა, იმ პრობებში, როცა რეპრესიული მანქანა მოქმედებდა, საკუთარი სიცოცხლე დააყენა რისკის ქვეშ. ამის გარდა უამრავი რაღაც აქვს გაკეთებული. გაკვირვებული ვარ იმ ადამიანების, რომლებიც არ არიან პარტიული სტრუქტურების წარმომადგენლები და არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ივანიშვილის დემონიზაციის კამპანიის მსხვერპლნი ხდებიან. ეს არის უღირსი საქმე და ამ ადამიანის მიმართ უკიდურესი უმადურების გამოხატულება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, არაფერი გასაკვირი არ უნდა იყოს იმაში, რომ დღევანდელი მთავრობა ყოფილ პრემიერთან გარკვეულ კონსულტაციას მართავდეს და ადგილი ჰქონდეს აზრთა გაცვლა-გამოცვლას.

”რაც დღეს ხდება მის წინააღმდეგ, ეს არის უკიდურესად უმადური საქციელი და ის ნამდვილად არ იმსახურებს ამას”, – აღნიშნა პრემიერმა.

https://youtu.be/0V3G2tD6D-I

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქო საგანგებო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია(video) “არაბუნებრივი ის არ არის, რომ ოდესის გუბერნატორი, საქართველოში პარტიას მართავს?!”