მილიონზე მეტი მუსლიმი საუდის არაბეთში ჰაჯისთვის ემზადება

2 (1)საუდის არაბეთში მუსლიმები ჰაჯისთვის, მექაში ყოველწლიური ლოცვისთვის ემზადებიან. წელს საუდის არაბეთი 1,5 მილიონ ადამიანს ელოდება.
ქვეყანაში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. მეჩეთ მასჯიდ ალ-ჰარამის ორი კილომეტრის რადიუსზე საავტომობილო გადაადგილება აკრძალულია. მომლოცველებისთვის გამშვები პუნქტები დაამონტაჟეს.
გასულ წელს ჰაჯის დროს ჭყლეტაში 2 ათასი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის, ბევრი ირანის მოქალაქე იყო, რომლის გამოც თეირანმა საუდის არაბეთს ჰაჯის ცუდად ორგანიზებაში დასდო ბრალი.
თავდაპირველად რელიგიური ცერემონია გაიმართება მექაში. შემდეგ მომლოცველები მინას დაბლობზე გაემართებიან, რომელიც მექადან 5 კილომეტრში მდებარეობს. მინადან კი – არაფატის მთისკენ, სადაც ჰაჯის ძირითადი რიტუალები შესრულდება. მომლოცველები მუჰამედის მარშრუტს იმეორებენ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში აზერბაიჯანელი ბიზნესმენები მძევლად აიყვანეს
შემდეგი სტატიაგირჩს აფინანსებს ბიძინა ივანიშვილი – ლევან ბერძენიშვილი