გირჩს აფინანსებს ბიძინა ივანიშვილი – ლევან ბერძენიშვილი

თვითონაც იციან სად არის პარლამენტი და დავიბაროთ თბილისში–ლევან ბერძენიშვილი

თვითონაც იციან სად არის პარლამენტი და დავიბაროთ თბილისში–ლევან ბერძენიშვილი“გირჩს აფინანსებს ბიძინა ივანიშვილი,”- ეს განცხადება რუსთავი2-ის პირდაპირ ეთერში დეპუტატმა და რესპუბლიკური პარტიის წევრმა, ლევან ბერძენიშვილმა, გააკეთა.ბერძენიშვილი ამბობს, რომ მას აღნიშნული ინფორმაცია სანდო წყარომ მიაწოდა, თუმცა მას არ დაასახელებს, რადგან ის საკუთარ წყაროებს არ გაამხელს.

გარდა ამისა, ამბობს, რომ ამის მიხვედრა ნაციონალური მოძრაობის წევრების შეფასებებითა და კომენტარებითაც ძალიან მარტივია.

აქვე ბერძენიშვილმა განმარტა, რომ “ახალი პოლიტიკური ცენტრის – გირჩის, გიორგი ვაშაძისა და მამუკა კაციტაძის ერთობა შეუძლებელია, ბუნებრივი იყოს და ის ხელოვნურად არის შექმნილი”.ბერძენიშვილი ამბობს, რომ ამ სამი პარტიის ბურჭულაძისთვის ხელოვნურად მიერთება საქართველოში მხოლოდ ერთ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს, შეეძლო.

დეპუტატი ბერძენიშვილი ამბობს, რომ, რაც ეს ხელოვნური ერთობა შედგა, პაატა ბურჭულაძის რეიტინგი საგრძნობლად ეცემა და არსებობს დიდი შანსი, რომ ეს გაერთიანება პარლამენტში საერთოდ ვერ მოხვდეს.

banner
წინა სტატიაშიმილიონზე მეტი მუსლიმი საუდის არაბეთში ჰაჯისთვის ემზადება
შემდეგი სტატიაბურჭულაძეს პარტია აღარ ჰყავს