მილიონ-მილიონი ლარი და ნებართვა ქვეყნის დატოვებაზე – პროკურატურის შუამდგომლობა ხაზარაძესა და ჯაფარიძესთან დაკავშირებით

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ 1-1 მილიონი ლარი ორ კვირაში უნდა გადაიხადონ – ამ შუამდგომლობით სასამართლოს საქმის პროკურორმა მიმართა.

გარდა ამისა, ბრალდება ითხოვს, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ ქვეყნიდან გასვლის შემთხვევაში ნებართვა აიღონ და საზღვარს მხოლოდ შესაბამისი თანხმობის შემდეგ დატოვებენ.

სასამართლოს პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ბრალდება ხაზარაძესა და ჯაფარიძეს 16 მილიონ ლარზე მეტის გათეთრებას ედავება.

banner
წინა სტატიაშიეს არის მაფიოზური ქვეყანა, მთავარი განგსტერი კი ბიძინა ივანიშვილია – ფადი ასლი
შემდეგი სტატიახაზარაძე: გარანტიას გაძლევთ, ეს სისტემა დაინგრევა ძალიან მალე