მიხეილ სარჯველაძე – პრემიერმინისტრი ანგარიში ეფუძნება სწორ ღირებულებათა სისტემას, რომელთა შორის ადამიანის უფლებები არის მწვერვალზე

„პრემიერ-მინისტრის ანგარიში იყო საქმიანი და დაფუძნებული საკმაოდ სიღრმისეულ ცოდნაზე ჩვენი ქვეყნის არსებული ვითარებისა. ასევე, სიღრმისეულად სწორ ხედვაზე ჩვენი ქვეყნის პოტენციალისა, რაც უმნიშვნელოვანესი საწინდარია ქვეყნის სწორად განვითარებისთვის და ამის დაგეგმისთვის.

რაც მნიშვნელოვანია, ანგარიში ეფუძნება სწორ ღირებულებათა სისტემას, რომელთა შორის ადამიანის უფლებები არის მწვერვალზე. ანგარიშში წარმოდგენილი იყო ხედვა და აღქმა ქვეყნის წინაშე მდგარი უკლებლივ ყველა მნიშვნელოვანი გამოწვევისა.

და რაც ყველაზე მთავარია, ანგარიშში ასახული მომავლის ხედვა რეალისტურია. ამბიციურია ის გეგმები, რაც აქვს საქართველოს ხელისუფლებას წარმოდგენილი და მინდა ვუთხრა საქართველოს მოსახლეობას პრემიერ-მინისტრის სიტყვებითვე: „რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა აუცილებლად შეეხება ქვეყნის უკლებლივ ყველა მოქალაქეს და აისახება მათ კეთილდღეობაზე“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზე სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიგოცირიძე: კეთილი ინებოს საქართველოს პრეზიდენტმა 5 ივლისს მივიდეს პრაიდზე
შემდეგი სტატიააზერბაიჯანმა და თურქეთმა ბაქოში ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს