მიხეილ სააკაშვილთან გლდანის ციხეში ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი მივიდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი გიორგი მიქელაძე მივიდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში დაწყებულია გამოძიება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე. დღეს დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა და საჭიროებიდან გამომდინარე, შემდგომი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. კითხვები შეეხება ინფორმაციას რაც მასმედიით გავრცელდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უკვე მიმართა პენიტენციურ სამსახურს შესაბამისი- საჭირო ვიდეოჩანაწერების დაარქივების თაობაზე, რათა შემდგომში სასამართლო განჩინების საფუძველზე განხორციელდეს მისი გამოთხოვნა, – თქვა გიორგი მიქელაძემ.

banner
წინა სტატიაშიგაბუნია – სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას სრულად მართავს პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის დეპარტამენტი
შემდეგი სტატია“დროა” ირაკლი კობახიძისგან მოითხოვს, წარადგინოს მტკიცებულებები, თუ რაზე დაყრდნობით აკეთებს ელენე ხოშტარიას მოწამვლის მცდელობის შესახებ განცხადებას