გაბუნია – სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას სრულად მართავს პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის დეპარტამენტი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, გლდანის საპატიმრო დაწესებულების სამედიცინო კლინიკაში სრული პირობები არსებობს, რომ შიმშილობის პროცესში მყოფ ადამიანზე ინტენსიური მეთვალყურეობა და სათანადო დახმარების აღმოჩენა მოხდეს.

“მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას სრულად მართავს პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის დეპარტამენტი. რაც შეეხება გლდანის დაწესებულების საავადმყოფოს, მისი შეფასება რეგულირების სააგენტომ განახორციელა და დასკვნა ცნობილია. ეს არის ე.წ. ცე-ტიპის მრავალპროფილური კლინიკა, რომელიც სერვისს რამდენიმე მიმართულებით ახორციელებს. ბოლო პერიოდში მოხდა ახალი აღჭურვილობის მობილიზება ინტენსიური რეანიმაციული თერაპიის განყოფილების გაძლიერებისთვის. ასევე მიმდინარეობს კომპიუტერული ტომოგრაფიის მონტაჟი, რომელიც მომდევნო ორი-სამი დღის განმავლობაში დასრულდება”, – განუცხადა ჟურნალისტებს თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის საკითხზე იმსჯელა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილთან გლდანის ციხეში ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი მივიდა