მიხეილ სააკაშვილს “რადას” დეპუტატი, ლიზა იასკო ხვდება

მიხეილ სააკაშვილს ლიზა იასკო ხვდება, რადას დეპუტატი სასაჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში ცოტა ხნის წინ შევიდა და სავარაუდოდ გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარს გააკეთებს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტთან ციხეში შესვლას ითხოვს მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძეც, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდა.

“ძალიან მინდა ვნახო მიშა, ჩვენი პრეზიდენტი, რომლის ჯანმრთელობას მე ვაკვირდები დაახლოებით 2003-2004 წლიდან და ძალიან კარგად ვიცი მისი ორგანიზმი, როგორც მკურნალმა ექიმმა. ეს მე-8 დღე უკვე ძალიან საშიში მდგომარეობა შეიძლება იყოს, დაწყებული არითმიებით, დაწყებული ორგანოების დაზიანებით და ა.შ. ვთხოვე, რომ თუ შესაძლებელი იქნება, გავაკეთოთ ანალიზები და ამის მიხედვით გავერკვეთ რა სიტუაციაა. თუ უკვე მძიმე სიტუაციაა, აუცილებლად შევთავაზებ პრეზიდენტს, რომ გავუკეთოთ გადასხმები”, – თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

დღეს უკვე მერვე დღეა რაც მესამე პრეზიდენტი საპყრობილეშია და შიმშილობს. მასთან შეხვედრის უფლებას ითხოვენ მისი ოჯახის წევრები და პირადი ექიმები, თუმცა ადმინისტრაციიდან პასუხი დაწერილ განცხადებას მედიკოსებს არ მიუღიათ, ოჯახი კი მას სავარაუდოდ ორშაბათს შეხვდება.

დღეს მიხეილ სააკაშვილს ადვოკატები შეხვდნენ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში წინასაარჩევნო პროცესში სიძულვილის ენის შემცველი პოლიტიკური სარეკლამო ბანერების განთავსების პრევენციასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე მუშაობა დაიწყება
შემდეგი სტატიაბოჭორიშვილი: ევროპარლამენტარების განცხადება სახარება არაა