უკრაინიდან პოლონეთში გადეპორტებულ ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს ნიდერლანდებში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი გადასცეს.
აღნიშნულ ინფორმაციას პოლიტიკოსი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს.
“ჰოლანდიაში ჩამოსვლისთანავე მე გადმომცეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც ევროკავშირში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას მანიჭებს. ყველა საჭირო პროცედურას რამდენიმე წუთი დასჭირდა”, – აცხადებს სააკაშვილი.
ამასთან ყოფილმა გუბერნატორმა აღნიშნა, რომ “როგორც არასდროს, ახლა მოწადინებულია უკრაინის მოქალაქეობა დაიბრუნოს”
შეგახსენებთ, რომ უკრაინის სასაზღვრო პოლიციამ მიხეილ სააკაშვილი 12 თებერვალს კიევის ერთ-ერთ რესტორანში დაიჭირა და პოლონეთში გააძევეს.