მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში კორონავირუსის გამოვლენასთან დაკავშირებით ახალი ვიდეო მიმართვა გაავრცელა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში კორონავირუსის გამოვლენასთან დაკავშირებით ახალი ვიდეო მიმართვა გაავრცელა.

“მშვენივრად მესმის იმ ხალხის, ვინც ახლა არის ძალიან შეშფოთებული და მათ შორის ის, ვინც იმარაგებს პროდუქტებს.
ხალხი არ ენდობა სისტემას, ხალხი არ ენდობა იმას, რომ ისინი არიან დაცული.
სულ სხვა რეაქცია ჰქონდა ხალხს, მაგალითად 2008 წელს, ომის ცხელი ფაზის დროსაც კი არ ხდებოდა მიახლოებითაც კი ესეთი რამე.
მიზეზი არის ის, რომ საზღვრის დახურვა, საქართველოს ვაი ხელისუფლებამ დაიგვიანა მინიმუმ ერთი კვირით!
ჩემი აზრით აუცილებლად უნდა დაიკეტოს სკოლები, უნივერსიტეტები, უნდა გაუქმდეს დიდი საჯარო ღონისძიებები.
ლუგარის ლაბორატორია რომ არის, ეს არის მართლაც სასწაული, რომ მსოფლიოში ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო ლაბორატორია
”-აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

 

 

banner
წინა სტატიაშიანდრონიკაშვილის მეორე შესახვევში გზის საფარი მოეწყო
შემდეგი სტატიაგიორგი გახარიამ ამირან გამყრელიძეს და პაატა იმნაძეს საზოგადოების ინფორმირებულობისთვის მადლობა გადაუხადა