მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის საქმის განხილვა 16 თებერვლამდე გადაიდო

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 29, 2018 15:55

მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის საქმის განხილვა 16 თებერვლამდე გადაიდო

მნიშვნელოვანი

  • უკრაინის უზენაესი სასამართლოს საკასაციო ადმინისტრაციულ სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის საქმის განხილვა 16 თებერვლამდე გადაიდო.

სხვა სტატიები

უკრაინის უზენაესი სასამართლოს საკასაციო ადმინისტრაციულ სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის საქმის განხილვა 16 თებერვლამდე გადაიდო.

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განკარგულებას ასაჩივრებს, რომლითაც მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა.

სააკაშვილი მოქალაქეობის ჩამორთმევის განკარგულებას უკანონოდ მიიჩნევს. მისი თქმით, უკრაინიდან მისი გამგზავრების დროს უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით შეიცვალა მოქალაქეობის საკითხებზე მომუშავე კომისიის შემადგენლობა, რომელმაც დაჩქარებული წესით მიიღო მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება.

მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დოკუმენტებზე მისი ხელმოწერა გააყალბა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 29, 2018 15:55

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,983
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics