მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა და დიაგნოსტიკა არაადეკვატურია – ჯიშკარიანი

ცენტრ “ემპათიას” ექსპერტებს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულების შესაძლებლობას ამ დრომდე არ აძლევენ.

ცენტრის ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის ინფორმაციით, ციხეში მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა და დიაგნოსტიკა არაადეკვატურია, რამაც შესაძლოა, მძიმე ზიანის გამოიწვიოს.

“ესპერტებს დღემდე არ ეძლევა შესაძლებლობა, რომ მე-12 დაწესებულებაში მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი და შევაფასოთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე შევისწავლოთ დოკუმენტაცია, თუ როგორი სახის მკურნალობა მიმდინარეობს მის მიმართ. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს მკურნალობაც და დიაგნოტსიკაც არის არაადეკვატური, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს ძალიან მძიმე ზიანი პაციენტებისთვის. ირღვევა საქართველოს კანონმდებლობა, ასევე, საერთაშორისო სტანდარტები, რაც კიდევ ერთი რგოლია მიხეილ სააკაშვილის წამებისა და არასათანადო მოპყრობის მთელ ჯაჭვში”, – თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.

banner
წინა სტატიაშიმართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 8 728 ახალი შემთხვევა გამოვლინდა