მიხეილ სააკაშვილი – პოროშენკომ ოთხი მოთხოვნა უნდა შეასრულოს ან გადადგეს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს რიგი მოთხოვნები წაუყენა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, პეტრო პოროშენკომ ოთხი მოთხოვნა უნდა შეასრულოს ან გადადგეს.

„ეს ოთხი მარტივი და ყველა უკრაინელისთვის გასაგები ნაბიჯი გამოაჯანსაღებს ქვეყანას. თუ ხალხის ამ მოთხოვნებს უგულვებელყოფთ, ხალხს უფლება ექნება თქვენი წასვლა მოითხოვოს. გადადგომა ქვეყნისა და თქვენი პირადი რეპუტაციის გადარჩენის საუკეთესო საშუალება შეიძლება გახდეს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის განმარტებით, პოროშენკომ კორუფციასთან რეალური ბრძოლა უნდა დაიწყოს, გაყიდოს თავისი ბიზნესი, ძირეულად განაახლოს უკრაინის პოლიტიკური სისტემა და კომუნალური ტარიფების ზრდაზე ერთი წლით მორატორიუმი დააწესოს.

„უკრაინა სოციალურ-ეკონომიკური კოლაფსის ზღვარზეა. თუ პოლიტიკა არ შეიცვლება, არაკონტროლირებად სოციალურ აფეთქებას, უკრაინის სახელმწიფოებრიობის ჩამოშლასა და სუვერენიტეტის დაკარგვას მივიღებთ“, – დასძინა სააკაშვილმა.

 

WWW.IPN.GE

banner
წინა სტატიაში“პროცესი იყო გამჭვირვალე” – ლადო ჭანტურია ევროსასამართლოს მოსამართლედ შერჩევას აფასებს
შემდეგი სტატიაგურჯაანისა და ველისციხის მთავარეპისკოპოს ექვთიმეს მღვდელმსახურება აღუდგა