მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივა მედში” მიიყვანეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისში, კლინიკა “ვივა მედში” გადაიყვანეს. ესკორტი კლინიკის ეზოში რამდენიმე წუთის წინ შევიდა.

კლინიკის ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. შენობაში დილით 30-მდე ბადრაგი შეიყვანეს.

სამკურნალო დაწესებულებაში სპეციალური ზომებია მიღებული. შენობის მე-5 სართული, სადაც მესამე პრეზიდენტის პალატაა განთავსებული, ფაქტობრივად მთლიანად დაცარიელებულია.

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქში მწვანე ნარგავების შეწამვლის სამუშაოები დაიწყო
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თანამედროვეობის ერთ-ერთი სახელოვანი, ვირტუოზი პიანისტის ალექსანდრე (ლექსო) თორაძის გარდაცვალების გამო