მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ეშინია საქართველოში ჩემი ჩასვლის

რუსი პრანკერებისა და გიორგი მღებრიშვილის შესაძლო სატელეფონო საუბარს facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი. საქართველოს მესამე პრეზიდენტი წერს, რომ ბიძინა ივანიშვილს მისი საქართველოში ჩასვლის ეშინია.

“რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის მინისტრმა “ავაკოვთან” საუბრის დროს აღიარა ის, რასაც ყოველთვის ვამბობდი: ყველა საქმე ჩემს წინააღმდეგ არის გაყალბებული და ატარებს წმინდა პოლიტიკურ ხასიათს. ივანიშვილს ეშინია საქართველოში ჩემი ჩასვლის, რადგან ქართველი ერი, რომელსაც უკვე საკმარისი მასალა აქვს ჩემი მმართველობის ოლიგარქიულ ჩაგვრასთან შესადარებლად, გამოვა ქუჩაში და მოაშორებს მათ, როგორც კი მე გამოვჩნდები თბილისში. მაგრამ, მე მაქვს უახლესი გეგმები, დაკავშირებული უკრაინასთან და მის გათავისუფლებასთან მოლდოველი და დონეცკელი ოლიგარქებისგან,” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

აუდიო ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე საუბრობს, უკრაინულ ვებგვერდზე გავრცელდა.

 

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: მიშაც მოატყუს გუშინ
შემდეგი სტატიანიკა გვარამია:სააკაშვილის დევნა პოლიტიკურად მოტივრებულია