“არჩევნებს დაედო ძალიან მძიმე ტვირთი, პედაგოგი ქალბატონის ია კერზაიას გარდაცვალებით”

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის გარდაცვალებას გამოეხმაურა.

პრეზიდენტის თქმით, ის ადამიანი, რომელსაც ჩვენი შვილების აღზრდას ვანდობთ, არჩევნების დროს არ უნდა კვდებოდეს.

“იმ დემოკრატიულ პროცესს, რომელიც ყველაზე მეტად აღმაფრთოვანებელი უნდა იყოს იმიტომ, რომ ახალი ხელისუფლების შექმნის პროცესთან არის დაკავშირებული – არჩევნებს დაედო ძალიან მძიმე ტვირთი, პედაგოგი ქალბატონის ია კერზაიას გარდაცვალებით. ჩვენი საარჩევნო პროცესის დროს არავინ არ უნდა კვდებოდეს. ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაზე სათაყვანებელი ადამიანი, ის ვისაც ვანდობთ ჩვენი შვილების აღზრდას, ადამიანი, ვინც უზრუნველყოფს იმას, რომ მომავალი თაობა იქნება თავისუფლების, პატრიოტიზმის, შემწყნარებლობის სულისკვეთებით, ეს ადამიანი არჩევნების დროს არ უნდა გარდაიცვალოს. შესაბამისად, მოგიწოდებთ ყველას, რომ ერთი წამით არ ვიყოთ კმაყოფილი იმ დიდი მიღწევებით, რომელიც ამ დარბაზში შეკრებილმა ადამინებმა, ჩემმა პარტნიორებმა უზრუნველყვეს”,- განაცხადა მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობით საფრანგეთში ორი ქართველი „კანონიერი ქურდი“ და ორგანიზებული დაჯგუფების რვა წევრი დააკავა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილმა თავისი მახინჯი თოჯინა რეზიდენციაში უნდა დაასკუპოს და ეს ვაღიაროთ?!