ოსი ხალხის ე.წ. ყრილობა სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთს შორის საბაჟო პუნქტის გაუქმებას მოითხოვს

ოსი ხალხის ე.წ. ყრილობამ რუსეთის პრეზიდენტისადმი მიმართვა მიიღო.
ყრილობის მონაწილეები ვლადიმერ პუტინს მადლობას უხდიან ქვეყნის გაძლიერების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. “რუსეთი იბრუნებს თავის ძალას და ხდება ბევრი ერისთვის მიმზიდველი”, – აღნიშნულია მიმართვაში. ყრილობის დელეგატები მაღალ შეფასებას აძლევენ 2008 წლის აგვისტოში რუსული არმიის ელვისებურ მოქმედებას, რომელმაც იხსნა სამხრეთ ოსეთი განადგურებისგან და მოითხოვენ სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთს შორის არსებული საბაჟო პუნქტის გაუქმებას. ყრილობის მონაწილეები ამ წინადადებას აპლოდისმენტებით შეხვდნენ.
“ოსეთში, ჩვენი ქვეყნის განვითარების პერსპექტივას თქვენს სახელს უკავშირებენ, როგორც სტაბილურობის გარანტს”, – ხაზს უსვამენ დელეგატები.
ყრილობაზე აღინიშნა სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთს შორის ურთიერთობის შემდგომი განვითარების აუცილებლობა. ინფორმაციას ავრცელებს ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. მთავრობის საიტი “РЕС “.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი ირწმუნება, რომ უკრაინის გენპროკურატურა მისი საქართველოში ექსტრადიციის დოკუმენტებს ამზადებს  
შემდეგი სტატიაერდოღანმა ანკარის, სტამბულისა და ბურსას მერები აიძულა გადამდგარიყვნენ