მიხეილ სააკაშვილი გამოთქვამს თანამშრომლობის სურვილს ნებისმიერ გარემოში – ხერხეულიძე

დროულად უნდა განხორციელდეს ყველა ის ინიციატივა, რომელიც ამ დღეებში იქნა გაჟღერებული და ეს პროცესი მალე დაიწყოს – ასეთია მიხელ სააკაშვილის პოზიცია მოლაპარაკებებზე.

მესამე პრეზიდენტს ეკა ხერხეულიძე შეხვდა და გზავნილები გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მან გამოიტანა. მესამე პრეზიდენტი გამოეხმაურა მეუფე იაკობის ქადაგებას, რომელიც ამბობს, რომ შეხვედრა ეკლესიაში უნდა შედგეს:

“…მისი პირობები ყველასთვის ცნობილია. ის არის პატიმრობაში, არ აქვს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა, მან არ იცის როგორ უნდა მოგვარდეს ეს ტექნიკური დეტალები, თუ ეს მოგვარდება მის გარეშე, ცხადია მას სადაც სთხოვენ შეხვედრას, არანაირი წინაპირობა არ აქვს სხვა, გარდა მზაობისა და გამოთქვამს თანამშრომლობის სურვილს ნებისმიერ გარემოში, ეს იქნება საპატრიარქო, ეს იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ეს იქნება გორის ჰოსპიტალი, ნებისმისიერი ლოკაცია, ოღონდ დასრულდეს ეს დაპირისპირება, ის მტრობა, რაც დღეს ქვეყანაშია და დაპირისპირებული მხარეები დაჯდნენ სასაუბროდ” – ამბობს ხერხეულიძე

banner
წინა სტატიაშიმაკა ბოჭორიშვილი: „იმედს გამოვთქვამთ, რომ დეკემბრის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი გზას გაუხსნის ახალ შესაძლებლობებს „ასოცირებული სამეულისთვის“ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“
შემდეგი სტატიასააკაშვილი – მივესალმები გიორგი მარგველაშვილის მიერ დიალოგის მხარდაჭერას…