მიხეილ სააკაშვილი: დიდი მადლობა ყველას

კიევი, ბერლინი, სოფია, კიშინოვი, რიგა, ბრიუსელი, ჰააგა, მიუნხენი, სტრასბურგი, ვარშავა, ათენი, ბარსელონა – საქართველოს გარდა თავისუფალი მოქალაქეები მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად ერთიანდებიან მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქში. ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ მესამე პრეზიდენტს სამკურნალოდ გადასვლის უფლება უნდა მისცეს, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან დროშებით, ტრანსპარანტებითა და შეძახილებით მივიდნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქციები საქართველოს 8 რეგიონში გაიმართა. მთავარი მოთხოვნაა, რომ მიხეილ სააკაშვილს მიეცეს სრულფასოვანი მკურნალობის კურსის ჩატარების შესაძლებლობა საზღვარგარეთ კლინიკაში გადაყვანის გზით.

გარდა ამისა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, რამდენიმე ქალაქში უკვე გაიმართს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი გლობალური აქცია, რომლის ინიციატორები, რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი არიან.

ამ აქციების საპასუხოდ მიხეილ სააკაშვილმა მადლობის წერილი გამოაქვეყნა.

დიდი მადლობა ყველას,-წერს სააკაშვილი. ის მადლობას რამდენიმე ენაზე იხდის.

banner
წინა სტატიაშიბუდანოვმა თავის დაბადების დღეზე რუსეთი დააქუცმაცა
შემდეგი სტატიაფრანგი ადმირალი: რუსეთმა უკრაინაში 250.000 ჯარისკაცი და რაკეტების 70% დაკარგა