მიხეილ სააკაშვილი აქციაზე “კორკოტას” დამალვის ფაქტს გამოეხმაურა

მე არ ვაპირებთ შევეგუო უკანონობას- მიხეილ სააკაშვილი

1470311627638867“აი, ასეთი ხელმოცარული ზონდერებით ცდილობს ივანიშვილის მთავრობა, დაჩრდილოს აშკარა უპირატესობა აჭარაში.
როგორც ჩანს, კარგად უსწავლიათ მეთოდიკა აბაშიძისგან, თუმცა, ის კი დავიწყებიათ, როგორ დამთავრდა მისი ქმედებები.
საქართველომ უკან მოიტოვა მსგავსი მეთოდებით ბრძოლა.
ჯერ, ვარშალომიძეზე საქმის აღძვრა გაჭირვებული მოსახლეობისთვის სახლების აშენების სურვილის გამო; შემდეგ, ხმის ამოღებისთვის ჩემი დაჯარიმების ინიციატივა და ახლა, ამას ემატება პირდაპირი თავდასხმის მცდელობა – ეს ყველაფერი ჩემთვის უტყუარი ნიშანია იმისა, რომ რუსმა ოლიგარქმა იცის – მას არჩევნები უკვე წაგებული აქვს.
ჩვენი ბრძოლა საქართველოს გადარჩენისა და წინსვლისთვის მალე გადავა ახალ, ბევრად უფრო მძლავრ და საინტერესო ეტაპზე. ვპირდები ჩემს ხალხს, რომ ოქტომბერში ეს მარაზმი აუცილებლად დასრულდება, ჩვენს ხალხს ვეღარ მოატყუებენ. რუსი ოლიგარქი დამარცხდება და მის დესანტს კი, ნამდვილად მოუწევს კრემლისთვის “ჩუნგა-ჩანგა”-ს სიმღერა, რადგან ჩვენს სამშობლოში მათ ბოროტ ტაკიმასხრობას გასავალი აღარ ექნება”-წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

1470311617547563

შეგახსენებთ, რომ “ჩვენი სამშობლოს” წევრებმა ბათუმში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან მიხეილ სააკაშვილის და ფეთჰულაჰ გიულენის ფიტულები დაწვეს. ისინი აცხადებენ, რომ ნაციონალური მოძრაობა გიულენის მიერ ფინანსდება.აქციის ორგანიზატორები გია კორკოტაშვილი და სამშობლოს ღალატისთვის ბრალდებული ტრისტან წითელაშილი იყვნენ.

სოციალურ ქსელ ფესიბუქში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს თუ როგორ იმალება ჟურნალისტების უკან გია კორკოტაშვილი, იგივე კორკოტა აქციაზე ატეხილი ჩხუბის დროს.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 5 აგვისტოს კახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს
შემდეგი სტატიავახტანგ ყოლბაია თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისის კოორდინატორს შეხვდა