მიხეილ მაჭავარიანი: ეს არის ერთმანეთის ჯიბრი, მთავრობას, პრეზიდენტსა და რეალურ მმართველს შორის

მიხეილ მაჭავარიანი: „ამით უნდათ სოლოლაკის მბრძანებელს ასიამოვნონ““

ეს არის ჩვეულებრივი ერთმანეთის ჯიბრი, მთავრობას, პრეზიდენტსა და რეალურ მმართველს შორის, რადგან ასეთ გადაწყვეტილებას კვირიკაშვილი არ მიიღებდა ივანიშვილის გარეშე, – ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიხეილ მაჭავარიანმა გააკეთა.

მაჭავარიანის თქმით, გამოჩნდა, რომ არც პრეზიდენტი და მთავრობა ხალხზე არ ზრუნავს.

„ეს არის ჩვეულებრივი ერთმანეთის ჯიბრი, მთავრობას, პრეზიდენტსა და რეალურ მმართველს შორის, რადგან ასეთ გადაწყვეტილებას კვირიკაშვილი არ მიიღებდა ივანიშვილის გარეშე. კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, რომ არც პრეზიდენტი და არც მთავრობა არ ზრუნავს ხალხზე. დაინიშნა არჩევნები, შემდეგ აღმოჩნდა, რომ მთავრობა მისთვის ცუდ მდგომარეობაში დგებოდა ამიტომ დაიწყო ეს კატა-თაგვობანა. საბოლოო ჯამში, ეს გადაწყვეტილებაც იმიტომ კი არ არის ნაკარნახევი, რომ ქართველ ხალხზე ზრუნავს, არამედ ნაკარნახევია, რომ თავისი გაიტანოს და გამოჩნდეს ჯინიანი და მაგარი ბიჭი. ამ დაპირისპირებით ჩვენმა მოქალაქეებმა არაფერი არ მოიგეს, ეს არის პოლიტიკური კეკლუცობა“, – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას მაისის დასაწყისში გამოსცემს. როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობამ ის დაარწმუნა, რომ არჩევნების 60 დღემდე ადრე გამოცხადება ქვეყანას ფინანსურად დაანგრევდა თუმცა ”აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის და თურმე შეიძლება ის უფრო ადრეც დაინიშნოს”.

banner
წინა სტატიაშიფიქრია ჩიხრაძე: პრეზიდენტი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს
შემდეგი სტატიაკიევში აფეთქება მოხდა