ფიქრია ჩიხრაძე: პრეზიდენტი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს

წინასაარჩევნო კამპანია მაისიდან დაიწყება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

“გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტი ერთპიროვნულად არ ნიშნავს საარჩევნო თარიღს და მას ჭირდება კონტრასიგნაცია, ბუნებრივია, წინასწარი კონსულტაციები იყო. დოკუმენტი, რომელიც პრეზიდენტის მხრიდან გაიგზავნა პრემიერთან ხელმოსაწერად, იყო თავიდან ბოლომდე შეთანხმებული. პრეზიდენტის პოზიცია იმთავითვე იყო ერთი – ქართულ საზოგადოებას,პოლიტიკურ სპექტრს დიდი ხნით ადრე, პროგნოზირებადად სცოდნოდათ საარჩევნო თარიღი. ეს უდაოდ პოზიტიურია და ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის”,-აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

მისივე თქმით, შემდგომ ხელისუფლებას ჰქონდა პოზიცია, რომ ადრე საარჩევნო კამპანიის დაწყება გამოიწვევდა მთელ რიგ პრობლემებს ეკონომიკასა და ფინანსურ საკითხებში; ბუნებრივია, პრეზიდენტი ითვალისწინებს ასეთ შემთხვევაში, რომ არ შეიქმნას რაღაც გლობალური საფრთხეები.

“რაკიღა ამ დოკუმენტზე ხელმოწერა არ მოხდა და აღმოჩნდა, რომ ეს საფრთხეები რეალურად არ არსებობს, რადგან 8 აგვისტოს ნაცვლად შემოთავაზებულია 8 ივლისი. პრეზიდენტი უბრუნდება თავის პირვანდელ განზრახვასა და თავის პირვანდელ სურვილს. საარჩევნო თარიღი გამოცხადებულია და კარგია. ასევე, ძალიან კარგია, თუ საარჩევნო პროცესიც უფრო ადრე დაიწყება და ჩაერთვება ყველა ის რეგულაცია, რა რეგულაციასაც გულისხმობს წინასაარჩევნო კამპანია. პრეზიდენტმა ბრძანა, რომ ამას გააკეთებს მაისის პირველ რიცხვებში. ჩავთვალოთ, რომ მაისიდან დაიწყება საარჩევნო კამპანია”, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო: არაფერი პირადი, მაგრამ გაუგებარია, რატომ არის ჯანდაცვის მინისტრის რეიტინგი ყველაზე დაბალი
შემდეგი სტატიამიხეილ მაჭავარიანი: ეს არის ერთმანეთის ჯიბრი, მთავრობას, პრეზიდენტსა და რეალურ მმართველს შორის