მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, ყვარელში სპორტული კვირეულის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად ,ყვარლის მუნიციპალიტეტში სპორტული კვირეულის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

კვირეული სიმბოლურად საფეხბურთო მატჩით გაიხსნა, სადაც საქართველოს პარლამენტის დეპუტატებისგან დაკომპლექტებული გუნდი ადგილობრივი მაცხოვრებლების გუნდს დაუპირისპირდა.


​,,ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა აქტუალურმა პროცესმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას და სპორტის განვითარებას ალტერნატივა არ აქვს. სწორედ ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდის ხელშეწყობის მიზნით ვიმყოფებოდით ყვარლის მუნიციპალიტეტში ჩემს კოლეგებთან ერთად. მადლობას ვუხდი ღონისძიების ორგანიზატორებს და ჩემს კოლეგას გურამ მაჭარაშვილს, რომლის ხელშეწყობითაც გაიხსნა სპორტული კვირეული. ჯანსაღი ცხოვრებით მცხოვრები ახალგაზდები ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს და ყოველთვის მზად ვარ ვიყო მხარდამჭერი ისეთი პროექტებისა, რომელიც მიზნად ისახავს აღნიშნული საკითხის პოპულარიზაციის ხელშეწყობას“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა

სპორტული კვირეული ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიისა და ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატის გურამ მაჭარაშვილის ინიციატივით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიდიდგორი არ დამთავრებულა, სანამ ჩვენ ვარსებობთ, დიდგორი მუდამ იქნება, არ უნდა შეგვეშინდეს დიდგორის ბრძოლების
შემდეგი სტატიასოფელ ვაშლოვანში 31 წლის ქალი დაჭრეს