დიდგორი არ დამთავრებულა, სანამ ჩვენ ვარსებობთ, დიდგორი მუდამ იქნება, არ უნდა შეგვეშინდეს დიდგორის ბრძოლების

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აგვისტო 12, 2018 13:57

დიდგორი არ დამთავრებულა, სანამ ჩვენ ვარსებობთ, დიდგორი მუდამ იქნება, არ უნდა შეგვეშინდეს დიდგორის ბრძოლების

მნიშვნელოვანი

  • ღმერთმა ინებოს, რომ დიდგორის გამარჯვება მუდამ იყოს საქართველოში, დიდგორი არ დამთავრებულა, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

სხვა სტატიები

ღმერთმა ინებოს, რომ დიდგორის გამარჯვება მუდამ იყოს საქართველოში, დიდგორი არ დამთავრებულა, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

ილია მეორემ დიდგორის ბრძოლა გაიხსენა და ამ ბრძოლაში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. პატრიარქმა ბრძანა, რომ დიდგორის ბრძოლაში მონაწილეთა გმირობა წარუშლელია.

„ადამიანის ცხოვრება, ისევე, როგორც ერის ცხოვრება, შედგება ბრძოლებისაგან – ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის. დღეს დიდგორობაა – უდიდესი ბრძოლა, რომელიც ქართველმა ხალხმა გადაიტანა. ჩვენ უპირველეს ყოვლისა, დავით აღმაშენებელს უნდა ვუმადლოდეთ, რომელმაც ისე დაგეგმა, ისე მოაწყო, რომ გამარჯვება აუცილებელი და გარდაუვალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ათჯერ მეტი იყო მტრის რაოდენობა, დავით აღმაშენებელმა სიბრძნე გამოიჩინა, მან გაგზავნა 200 გამორჩეული მხედართმთავარი. მტერს ეგონა, რომ ისინი მოღალატეები იყვნენ. 200 კაცი რომ შეიჭრა, გვერდებიდან ქართულმა ჯარმა დაარტყა და გამარჯვება გარდაუვალი გახდა. ჩვენ ურთულეს დროს ვცხოვრობთ. ჩვენ იმ დროს ვცხოვრობთ, როცა ადამიანმა სიბრძნე უნდა გამოიჩინოს. წმინდა მამები ამბობენ, რომ თუ შენ გაიმარჯვებ შენს თავზე, შენ ყველგან გამარჯვებული იქნები. აი, ეს უნდა გვახსოვდეს. ჩვენ ჩვენს ბოროტებას უნდა ვებრძოლოთ – იმ ნაკლს, რომელიც ჩვენშია. დავით აღმაშენებელმა უკან დასახევი გზები ჩახერგა. უკან დახევა არ შეიძლებოდა. ესე იგი, დავით აღმაშენებელი თვითონაც საკუთარ თავს საშიშ მდგომარეობაში აყენებდა, მაგრამ მას ჰქონდა ღვთის იმედი. ამ იმედმა გაუმართლა საქართველოს. დღეს ჩვენ ვიხსენებთ დიდგორობას და ღმერთმა ინებოს, რომ დიდგორის გამარჯვება მუდამ იყოს საქართველოში. დიდგორი არ დამთავრებულა. სანამ ჩვენ ვცხოვრობთ, ვარსებობთ, დიდგორი მუდამ იქნება. არ უნდა შეგვეშინდეს დიდგორის ბრძოლების“, – ბრძანა პატრიარქმა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აგვისტო 12, 2018 13:57

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,453
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics