მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენთან ომი თუ უნდა რუსეთს, ვინ შეუშლის ხელს?!

რუსეთს თუ ომი უნდა, ხელს ვინ შეუშლის?! – ბანერები (წარწერით „ომი რუსეთს უნდა და არა დასავლეთს“) არ მომეწონა, რადგან რასაც ვლაპარაკობთ, იმის საწინააღმდეგო კამპანიაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ყაველაშვილმა უკრაინის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადება შეაფასა, რომელიც მისი თქმით, საქართველოს ომში ჩართვისკენ მოუწოდებდა. სწორედ ამ კონტექსტში ახსენა ყაველაშვილმა ბანერები.

„უბედურებაა, რომ ჩვეულებრივ ამბად მიგაჩნიათ, როცა შენი ქვეყნის მოქალაქეზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ასეთ ტონში საუბრობს. უკვე ზედაპირზე ამოდის და მერე კიდევ კარგად გაიშიფრება და გეცოდინებათ, ვინ მოუწოდებდა (ომში ჩართვას). ახლა გამოხვედით ბანერებით – „ომი უნდა რუსეთს“ და დავწერეთ კიდეც, რომ „იუესაიდით“ დაფინანსებული კლიპები იყო გაშვებული. პირდაპირ ვამბობ, ეს ადამიანები მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვას, ეს ადამიანი მოგვიწოდებდა (პოდოლიაკი) ომში ჩართვისკენ. ომი რუსეთს თუ უნდა… ჩვენთან ომი თუ უნდა რუსეთს, ვინ შეუშლის ხელს?!“ – განაცხადა ყაველაშვილმა.

კითხვაზე, ისინი შეუშლიან თუ არა ხელს, ყაველაშვილი კითხვითვე პასუხობს: „”რას ნიშნავს, შევუშლი თუ არ შევუშლი?”

„მე ნახეთ რას ვიძახი – ბანერები იმიტომ არ მომეწონა, რომ ომში ვინც მოგვიწოდებს, იმ ადამიანებს არცერთი არ ემიჯნებით. ეს არის უბედურება და ბანერებით გამოდიხართ, რომ „ომი რუსეთს უნდა“. ყველაზე კარგად ჩვენ რუსეთი ვიცით, სამჯერ გვქონდა ომი. თუ არ გინდათ გაიგოთ, ეს სხვაა. ბანერები იმიტომ არ მომეწონა, რომ ესეც კამპანიაა, რასაც ვლაპარაკობ იმის საწინააღმდეგო. ესაა უბედურება, ეს არის ხელოვნურად შექმნილი კამპანია, რომელიც ფინანსდება. ამას ვამბობ, ორმაგი სტანდარტია – თან მოგიწოდებს ომში ჩართვას და თან გეუბნება -„აქ ომი ვის უნდა? ვინ ნორმალურს შეიძლება ომი უნდოდეს?“ პირდაპირ გეუბნებით, ვის უნდა – დენილოვი ვინ არის, გონჩარენკო ვინ არის? ომში ჩართვაზე მოგიწოდებს ცოცხალი ადამიანი პირდაპირ.

ეს ბანერები აქამდე რატომ არ გამოიტანეთ?! 6 თვეა ომი მიდის, გუშინწინ რატომ გამოიტანეთ?”- განაცხადა ყაველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმაინტერესებდა, აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობას ექნებოდა თუ არა გამბედაობა, გაეკიცხა აგრესორი… არანაირი რეაქცია – არახამია
შემდეგი სტატიაზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციული ფონი ნორმის ფარგლებშია – Energoatom