მიხეილ კალანდიას დაკავების მოთხოვნა: “პირის წინააღმდეგ დევნის დაწყება პროკურატურის უფლებამოსილებაა”- მეზვრიშვილი

ზაზა სარალიძის მოთხოვნას მიხეილ კალანდიას დაკავებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების უფლებამოსილება პროკურატურას გააჩნია:
„მე როგორც იუსრისტი ამ საკითხის შეფასებისგან თავს შევიკავებ, იმიტომ, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება არ არის როგორც მოგეხსენებათ შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილება. დავიწყოთ იმით, რომ ჩემთვის ცოტა გაუგებარია როგორც იურისტისთვის, ამ ეტაპზე კომისიის მიერ რეკომენდაციების გაცემა იმ ფონზე, როდესაც მნიშვნელოვანი მოწმეები, რომლებსაც უშუალოდ საქმესთან აქვთ შემხებლობა, ამ ადამიანების გამოკითხვა ჯერ არ დასრულებულა საგამოძიებო კომისიაში, შესაბამისად ვფიქრობ, რომ დევნის დაწყებაზე რეკომენდაციის გაცემა სცილდება საგამოძიებო კომისიის მუშოაბის კომპეტენციას, თუმცა, როგორც ჩანს კომისიამ საკმარისად მიიჩნია, რომ არსებობს ამ ეტაპზე საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ სხვა პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს, აღნიშნული საკითხი ახლა უკვე არის პროკურატურის შესაფასებელი, რომელიც დევნის დაწყების უფლებამოსილებით სარგებლობს. პროკურატურამ უნდა შეაფასოს არსებობს თუ არა საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ კონკრეტული პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბარბარე რაფალიანცის საქმის სკანდალი – ყოფილი პროკურორის, მილენა მათიაშვილისა და ირაკლი შოთაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვენ
შემდეგი სტატიაგაერთიანებული სამინისტროები პოლიტიკური წონის, ხედვისა და უნარების მქონე ადამიანებმა უნდა ჩაიბარონ – ნაცვლიშვილი