გაერთიანებული სამინისტროები პოლიტიკური წონის, ხედვისა და უნარების მქონე ადამიანებმა უნდა ჩაიბარონ – ნაცვლიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი აცხადებს, რომ სამინისტროების შეერთების პირობებში მნიშვნელოვანია, რომ გაერთიანებული პორტფელები პოლიტიკური წონის, ხედვისა და უნარების მქონე ადამიანებმა ჩაიბარონ. ანა ნაცვლიშვილის თქმით, ასევე მნიშნველოვანია, რომ ეს ადამიანები მისაღები იყვნენ ქართული საზოგადოებისთვის.
„არ შეიძლება, საზოგადოებასთან ოპონირების რეჟიმში ხელისუფლებამ დანიშნოს ასეთი მაღალი თანამდებობის პირები. ამიტომ უნდა იყოს გასაგები, რა ნიშნით იმსახურებენ ამ პოზიციებს კონკრეტული პირები და რა არის მათი ხედვები“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ კალანდიას დაკავების მოთხოვნა: “პირის წინააღმდეგ დევნის დაწყება პროკურატურის უფლებამოსილებაა”- მეზვრიშვილი
შემდეგი სტატიასაპატრიარქო „ქართველი ხალხის ეროვნულ ყრილობას“ ემიჯნება და ყრილობასთან მიტროპოლიტ იობის კავშირს უარყოფს