მიხეილ კალანდია მთავარ პროკურატურაში იმყოფება

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი მიხეილ კალანდია მთავარ პროკურატურაში იმყოფება.

კალანდია საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად მივიდა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოყოფილ საქმეზე შსს-ში არასრულწლოვანთა გამოკითხვა გრძელდება.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 11 არასრულწლოვანი გამოიკითხა.

banner
წინა სტატიაშისერგი კაპანაძე – მოსამართლეების კანდიდატურებად დასახელდა კლანი, რომელიც ძველ დროში სასამართლოში პოლიტიკურ დავალებებს ასრულებდა
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე – საქართველოში სასამართლო ფეხქვეშ არის გათელილი