მიხეილ ჯანელიძე : ჩვენ ვაშენებთ ევროპულ სახელმწიფოს და ამ პროცესში ჩვენს გვერდით დგას ევროკავშირი

ხუთი წლის მანძილზე ევროკავშირის მხრიდან 450 მილიონი ევროს დახმარების პროქტები განხორციელდა, 30 მილიონი ევროც არის ამ დახმარების შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოხმარდება საქართველოში საჯარო სისტემის მოდერნიზებას და საჯარო მმართველობის რეფორმას.,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობის მიზანია, საქართველოში იყოს ევროპული საჯარო მმართველობის სისტემა.

„ჩვენ ბევრი ინსტიტუტი განვავითარეთ, დავნერგეთ ევროპული სტანდარტები, მოვახდინეთ მათი დაახლოება ევროპულ შესაბამის ინსტიტუტებთან და ამ პროექტის მიზანია, რომ საჯარო მმართველობის სისტემაც ასევვე დაუახლოვდეს და იყოს ევროპული. ეს დახმარება განხორციელდება საბიუჯეტო დახმარების კუთხით, ასევე ტექნიკური დახმარების კუთხით, რომელიც ხელს შეუწყობს შესაბამისი ევროპული პრინციპების დანერგვას საქართველოში“,- განაცხადა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიგარდაცვლილი დემურ სტურუას ბიცოლა ნონა ჯოჯუას განცხადებას არ ეთანხმება
შემდეგი სტატიაშუახევის საკრებულოს დეპუტატი მურმან აბაშიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს