გარდაცვლილი დემურ სტურუას ბიცოლა ნონა ჯოჯუას განცხადებას არ ეთანხმება

news
ავტ.: news ოქტომბერი 28, 2016 13:52

გარდაცვლილი დემურ სტურუას ბიცოლა ნონა ჯოჯუას განცხადებას არ ეთანხმება

სამტრედიაში გარდაცვლილი ახალგაზრდის დემურ სტურუას ბიცოლა დარეჯან ჯაში გარდაცვლილის დედის ნონა ჯოჯუას განცხადებას, რომ საქმეზე დაკავებული პოლიციელი გოდერძი თევზაძე შესაძლოა დამნაშავე არ იყოს, არ ეთანხმება. დარეჯან ჯაში გოდერძი თევზაძის დანაშაულში დარწმუნებულია და არ გამორიცხავს, რომ გარდაცვლილის დედაზე ვინმე ზეწოლას ახდენდეს.

„არ ვიცი რის საფუძველზე აკეთებს ამ განცხადებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ გოდერძი თევზაძე დამნაშავეა. დემურიკო წერილში იმას ტყუილად არ მოიხსენიებდა, მაშინ სხვის სახელს და გვარს დაწერდა. ვერც იმას ვერ ვიტყვი, რომ ვინმემ დააწერინა წერილი. ეს არის სრული აბსურდი. შესაძლებელია ვინმეს მხრიდან ზეწოლა იყოს. როგორც თვითონ ამბობს, ვიღაც უკაკუნებს და აშინებს, მაგრამ ამის გამო არავის მივცემ იმის უფლებას, რომ გოდერძი თევზაძე გარეთ გამოვიდეს”, – განაცხადა დარეჯან ჯაშმა.

news
ავტ.: news ოქტომბერი 28, 2016 13:52

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,506
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics