შუახევის საკრებულოს დეპუტატი მურმან აბაშიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს

„ნაციონალური მოძრაობიდან“ შუახევის რაიონის საკრებულოს დეპუტატი მურმან აბაშიძე პარტიას ტოვებს.

აბაშიძის განცხადებით პარტიაში საკუთარ ადგილს ვეღარ ხედავს და პარტიის დატოვების გადაწყვეტილება ამიტომ მიიღო.

„პარტიაში ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ხდებოდეს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. რატომღაც ამ ბოლო პერიოდში, ყველა საქმეში, სადაც ვიყავი წარმატებული, აქტიური, ხდებოდა საკითხების ჩემს გარეშე გადაწყვეტა. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჯობს, მარტო ვიყო საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატი და უფრო მეტ საქმეს გავაკეთებ ხალხის სასარგებლოდ, ვიდრე ვიყო ვინმეზე დამოკიდებული“,-აღნიშნა აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე : ჩვენ ვაშენებთ ევროპულ სახელმწიფოს და ამ პროცესში ჩვენს გვერდით დგას ევროკავშირი
შემდეგი სტატიაოსმა ძალოვანებმა სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრი მალხაზ ლეჟავა გაათავისუფლეს