მიხეილ ბატიაშვილი – სკოლების ინფრასტრუქტურის დასავლურ სტანდარტზე აყვანას სულ მცირე შვიდი მილიარდი ლარი სჭირდება

საქართველოს მასშტაბით სკოლების ინფრასტრუქტურა დასავლურ სტანდარტზე რომ ავიდეს, სულ მცირე გათვლებით შვიდი მილიარდი ლარია საჭირო, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა. გადაცემის მთავარი თემა განათლება და სექტორში არსებული პრობლემები იყო.

„წლების მანძილზე დაგროვილი პრობლემები არის ყველა მიმართულებით. მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ სკოლების ინფრასტრუქტურა დასავლურ სტანდარტებამდე რომ მივიდეს, მინიმალური გათვლებით, შვიდი მილიარდი ლარი სჭირდება. ეს რაც შეეხება მხოლოდ ტექნიკურ პრობლემას, ამის გარდა, მოსაგვარებელია პედაგოგების მატერიალური მდგომარეობის პრობლემა. ამაზე თუ არ ვიზრუნეთ, ძალიან რთული იქნება ჩვენს წინაშე მდგომი ამოცანების გადაწყვეტა“, – განაცხადა ბატიაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, მნიშვნელოვანი პრობლემების რიცხვში შედის სკოლამდელი განათლება, უმაღლესი სასწავლებლების ხარისხი და რეგიონებში პროფესიულ სასწავლებლებზე ხელმისაწვდომობაც, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა.

„პროფესიული მიმართულება ძალიან პოპულარული ხდება. ბევრი ირჩევს პროფესიულ მიმართულებას და ჩვენი მიზანია, ყველა რეგიონში გავზარდოთ პროფესიული სასწავლებლების რიცხვი“, – განაცხადა ბატიაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„თბილისი პრაიდის“ გუნდმა შსს-სთან „ღირსების მარშის” საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართა
შემდეგი სტატიაპენიტენციურ დაწესებულებაში კამპანიის „აჩუქე წიგნი“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა